ფოთში ცხელების ცენტრში შეყვანილ ოზურგეთელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთთან” ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განაცხადა.
“ჩემი ინფორმაციით, ერთ ადამიანზე არის საუბარი. ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა უარყოფითი პასუხი”, _ გვითხრა მაია ქუტიძემ.
აღნიშნული პაციენტი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან ფოთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.