საქართველოში კორონავირუსისგან, ამ დროისთვის, სულ 63 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ვრცელდება.
ამავე გვერდზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 252, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 63, მათ შორის გარდაცვლილი- 3, კარანტინის რეჟიმში – 4925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3-ია.