დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ალბათ, გარკვეული პერიოდი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაგვჭირდება, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდეა გამოცხადებული და კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
„ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიის გავრცელებას უკავშირდება და ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებებიც. დღევანდელი მოცემულობის მიხედვით, ჩემი სუბიექტური აღქმაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭიროა, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, რამდენიმე დღეში მიიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.