ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით დაავადებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სასულიერო პირს შრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა აქვს. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. „მასთან ერთად კლინიკაში მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული. ვინ არის წყარო, ოჯახის რომელი წევრი, ეს არ არის დაზუსტებული. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახურები გაარკვევენ. ოჯახის ყველა წევრი გუშინ შემოიყვანეს“,- თქვა სოლოღაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.