ამ წუთებში ოზურგეთის ცენტალურ ქუჩებსა თუ მარკეტებში, ასევე ღია სავაჭრო სივრცეებში წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი მოძრაობს. ტრუტუარებზე პირდაპირ დგას ლიმონათი ყუთებით, სოფლიდან ჩამოტანილი სხვადახვა აგრარული თუ სასურსათო პროდუქცია ჩანთებითაა დადგმული ან პირდაპირ ბორდიურებზე ალაგია.
ასევე ვერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიან მანქანები. პოლიცია და ზედამხედველობის სამსახრუის წარმომადგენლები ვერ უმკლავდებიან მოქალაქეთა თავნებობას.
_რა ვიცი, რა ეს, წარღვნაა, მგონია, რომ ვუყურებ. ვერაფერი შევასმინეთ ვერავის. დღის 12 საათზე დაიკეტება აიკრძალება ახლა მოძრაობა და წავლენ აბა, რას იზამენ. რა ვიცი, რა გითხრათ…- ასეთი კომენტარი გააკეთა ჩვენთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ.