ისტორიაში პირველად, ნავთობის ფასი ნულს ქვემოთ დაეცა.
ლონდონის ბირჟაზე ICE 20 აპრილს, ლონდონის დროით დილის 8 საათზე, ნავთობის ამერიკული მარკის WTI ფასი 15 დოლარზე დაბალი გახდა.
თუმცა, როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო _ ფასები ნელ-ნელა უფრო და უფრო ეცემოდა და 10 დოლარი გახდა, საღამოს კი ნულს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველებმა თანხა მყიდველებს, პირიქით, იქეთ უნდა გადაუხადონ, რომ როგორმე ზედმეტი ნავთობი თავიდან მოიშორონ.
გვიან საღამოს ბარელი ნავთობის ფასი მინუს 6, 89 დოლარი გახდა, რის შემდეგ ლონდონის ბირჟაზე, იქაური წესების მიხედვით, ვაჭრობა შეწყდა. ოპერაციები ნიუ იორკში (NYMEX) და ცოტა ხანში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა მინუს 40,32 დოლარი შეადგინა.