ლანჩხუთელ 3 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
“რაც შეეხება ცხელების ცენტრში მოგიანებით შეყვანილ პაციენტებს, მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ხვალ გაიგზავნება”, _ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.