სტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო გამოწვეული პანდემია 5 ივლისს დასრულდება.
მისი თქმით, მაისის შუა რიცხვებიდან რეგულაციები ემსუბუქდება და ხალხი ამოისუნთქებს.
„ცვლილებები დაიწყება ნელ–ნელა, იმიტომ, რომ კუროს ზოდიაქოს ნიშანში შევიდა მზე, კურო არის ყველაზე სტაბილური ნიშანი, ნელ–ნელა დაიწყება გარდატეხა და სტაბილიზაცია იგივე ვირუსთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გამოჩნდება მაისში და შუა რიცხვებიდან რეგულაციები დაიწყებს შეცვლას და ამოვისუნთქავთ. ეს ყველაფერი საბოლოოდ 5 ივლისს დამთავრდება. მზის დაბნელებაზე დაწყებული საქმე, დაბნელებაზე უნდა დამთავრდეს. პანდემია მთელ სამყაროში 5 ივლისს დამთავრდება“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
წყარო : newposts.ge