სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ,_ ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“ფერმერებს საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას!“_ განაცხადა ჩიქოვანმა.