დედამიწის დღეს გამოეხმაურა შუა ფარცხმის საჯარო სკოლის მეხუთე და მერვე კლასის მოსწავლეები. ინგლისური ენის მასწავლებლის ეკატერინე მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, დისტანციური, ონლაინ გაკვეთილების ამსახველი ფოტოგამოფენა სკოლის ფეისბუქგვერდზე მოეწყო.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას _ დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.