პირველი დღე:
ეს ყველაზე მთავარი დღეა თქვენს პროგრამაში, ამიტომ საჭიროა მთლიანად ხილს მივუძღვნათ. მიირთვით ყველა მათგანი რომელიც მოგწონთ, გამონაკლისია მხოლოდ ბანანი. ყველაზე მეტად კი დიეტას ნესვი და საზამთრო უხდება. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ მკაცრადაა აკრძალული სხვა ნებისმიერი საკვების მიღება, იქნება ეს ყველი, სასუსნავი თუ ბოსტნეული.
არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ესაა 8-12 ჭიქა წყალი. თუ იგრძნობთ შიმშილს, გაზარდეთ ნორმა. შიმშილი კატეგორიულად აკრძალულია.
მეორე დღე:
ეს დღე ბოსტნეულს უნდა მიუძღვნათ. აარჩიეთ თქვენთვის სასურველი. შეგიძლიათ მოხარშოთ, ან მიირთვათ უმი, ოღონდ არ დაამატოთ ცხიმი და მარილი. შეგიძლიათ ამ დღეს მიირთვათ ერთი ულუფა მოხარშული კარტოფილიც. არ გამოგრჩეთ 8-12 ჭიქა წყალი.
მესამე დღე:
ხილ-ბოსტნეულის დღეს მიირთვით ყველა ხილი და ბოსტნეული ბანანის და კარტოფილის გამოკლებით. ოღონდ გაითვალისწინეთ, ერთი კვება მხოლოდ ხილი, მეორე ბოსტნეული. ერთმანეთში შერევა არ შეიძლება. არ დაგავიწყდეთ წყალი.
მეოთხე დღე:
ამ დღეს მხოლოდ რძე და ბანანი მიირთვით. როგორც გინდათ ისე მოამზადეთ, ოღონდ 8-10 ბანანისა და 3 ჭიქა რძის მეტი არაფერი მიირთვათ. ეს ულუფები გაინაწილეთ 4-ჯერ. + წყალი.
მეხუთე დღე:
დილით 1 ჭიქა ბრინჯი და მერე მთელი დღე 6-7 დიდი პომიდორი. + 12- 15 ჭიქა წყალი.
მეექვსე დღე:
დილით 1 ჭიქა ბრინჯი, სხვა კვება კი შეავსეთ ხილით ან ბოსტნეულით.
მეშვიდე დღე:
ეს დიეტის ბოლო დღეა: მცირე ჯამით ბრინჯი და ბოსტნეული გაინაწილეთ მთელი დღე. შეგიძლიათ დააყოლოთ ახალგამოწურული ხილის წვენი.
დიეტის ბოლოს იმედია სასწორი -8 კგ-ს გიჩვენებთ. მისი გამეორება შეიძლება ერთი თვის შემდეგ.