ამსტერდამის მცხოვრებმა, 26 წლის ტიმო ჰააკერმა, ებრაულ მოხცებულთა თავშესაფარში ბებიის სანახავaდ ამწე დაიქირავა. ამის შესახებ ინფორმაციას JTA ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 91 წლის ფიეტ ოსენი მოხუცებულთა თავშესაფარში უკვე მეექვსე კვირაა, რაც იმყოფება.
მისი ოჯახის წევრები კი შიშობენ, რომ ბებია ისე მოკვდებოდა, მათ ნახვას ვერ შეძლებდა. მოხუცებულ ქალს სმენა აქვს დაქვეითებული, რის გამოც ოჯახის წევრებს ვიდეოჩატის საშუალებითაც ვერ ესაუბრება. ამიტომ, ტომომ დახმარებისთვის ამწეების კომპანიას Riwal-ს მიმართა, როდესაც კომპანიაში გაიგეს მისი გაჭირვების შესახებ, ამწე ტომოს უფასოდ მიაქირავეს. ამის შემდეგ ოჯახის 12 წევრი თავშესაფარის მესამე სართულის ფანჯრამდე ამწეთი ავიდა და ბებია მოინახულა.
კომპანიამ, რომლის მფლობელი ისრაელ-ჰოლანდიელი ბიზნესმენი დორონ ლივნატია, განაცხადა, რომ ბეთ შალმოში მცხოვრებლებს, შეუძლიათ იგივე მომსახურეობა გამოიყენონ, თავინთი ნათესავების სანახვად, რომელთაც კომპანია უფასოდ მოემსახურება.





























































