ა(ა)იპ “ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორად ბონდო ღლონტი დაინიშნა. მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი 7 აპრილს მოეწერა.
“გიდასტურებთ, რომ დავინიშნე “ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორად. ამ ეტაპზე კლუბში შეჩერებულია ვარჯიშები, კორონავირუსის გამო. ერთი ვიცი, რომ ვპირდები ყველას, წინ ბევრი წარმატებები გველოდება.“ – გვითხრა ბონდო ღლონტმა.
ბონდო ღლონტი წლების განმავლობაში იყო ოზურგეთის ავტოსადგურის დირექტორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.