რუსეთმა კორონავირუსით ინფოცირებულთა მაჩვენებლით, ჩინეთს გადაუსწრო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით 87 147 ადამიანი დაინფიცირდა, 794 ადამიანი კი გარდაიცვალა. აქედან 45 351 ადამიანი მოსკოვშია ინფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ინფიცირების 6 198 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 50 შემთხვევა.
რაც შეეხება ჩინეთს, აქ ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 82 830 ადამიანი, ხოლო 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.