როგორც უკრაინული საათი “strana.ua” წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის პრესტიჟულ გარეუბანში, სოფელ ლესნიკში მასშტაბურ მშენებლობას აწარმოებს.
სოფელი ლესნიკი კიევიდან, მინისტრთა კაბინეტის სენობიდან, სადაც სააკაშვილი ვიცე-პრემიერად მუშაობის დაწყებას გეგმავს, 23 კილომეტრზე მდებარეობს. სოფელი არც ისე ელიტურია, როგორც კონჩა ზასპა, მაგრამ იგი ნელ-ნელა ივსება მდიდარი და ცნობილი სახეებით.
მიხეილ სააკაშვილი რეზიდენციას ლესნიკში, ვატუტინის ქუჩაზე აშენებს, ჭიშკარზე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშები კიდია.
აქ უკვე დგას ერთი სახლი პანორამული ფანჯრებით, თუმცა, მის გვერდით ახალი, საკმაოდ დიდი შენობა გამოჩნდა და იქ აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ეზოში არის ბაღი, გარაჟი და პატარა სახლი, ალბათ, მომსახურე პერსონალისთვის.
ლესნიკში დაცვის გარეშე არავინ ცხოვრობს _ აქ ყველგან დგას კამერები, მიკრულია წარწერები _ „ობიექტი მეთვალყურეობის ქვეშაა“, ტერიტორიას გარს უვლიან დარაჯები.
უკრაინის გეოკადასტრის მონაცემებით, მიწის ეს ფართობი 2017 წელს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ შეიძინა. უძრავი ქონების საიტზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ ასეთი ზომის ფართობი მხოლოდ ერთსართულიანი სახლით, მინიმუმ, 450 000 დოლარი ღირს.