Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს,დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, სადაც იმედოვებს, რომ აშშ-ს კონგრესი უკეთესად გააცნობიერებს მათი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას.
„იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში, სოლიდარობის სულისკვეთებით, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ პანდემიის პერიოდში, კონგრესი და აშშ-ს მედია უკეთ გააცნობიერებენ ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას“,_ ამბობს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც ამას საერთო პრობლემები მოითხოვს.
თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა, განსაკუთრებით სირიის ირგვლივ უთანხმოების ფონზე.