ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვირუსის მეორე ფაზა დაიწყო.
„ახალი კორონავირუსი, მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ინფორმაციულად შეეხო.
მიღებული ინფორმაციით, მივიღეთ გადაწყვეტილებები. დავიჯერეთ, ვირწმუნეთ და ნებით თუ ძალით, უარი ვთქივთ აქამდე არსებულ ცხოვრების წესზე. დავრჩით სახლში და ა.შ. როგორც მოხდა და როგორც არის…
XXI საუკუნის ყველაზე ძლევამოსილი იარაღი ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ატომური ბომბები, ავტომატები, ტანკები და სანგრები…
დღეს, სამი თვის შემდეგ პირველად, ქუჩაში, შიშის გარეშე გავედი(თ)…
რა საცოდავად გამოიყურება თანამედროვე მსოფლიო, თანამედროვე არსებები – ადამიანები.
2020 წელი. 4 მაისი. იტალია. ვირუსის მეორე ფაზა“, – წერს ხათუნა შარაძე ფეისბუქში.