ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში მყოფ ორ ლანჩხუთელ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეს დილით მივიღეთ პასუხები. ცნობილი გახდა, რომ ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ. ესენი არიან 87 და 75 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან,”_ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
როგორც მიგინეიშვილმა აღნიშნა, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ ფოთიდან 33 წლის ქალს, ერთი წლის და ასევე, 11 თვის ბიჭებს.