გორის და ატენის მიტროპოლიტის განცხადებით აღდგომის დღეებში აღმსარებელთა სტიგმატიზაცია მოხდა, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან.
მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ მათ ამომრჩეველთა შორის მორწმუნეებიც არიან:
“მგონი ყველაფერი გარკვეულია.ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავდით ამ დღეების მანძილზე მცდელობას და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის. მე ასე ვაფასებ ამას. ვხედავდით სამწუხაროდ ამას ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში პარლამენტში და ზოგადად თანამდებობის პირებისგანაც.რაც მაკვირვებს, იმიტომ რომ ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ რომ მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს,”- განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მიტროპოლიტის ასევე გამოეხმაურა ყინწვისში განვითარებულ მოვლენებს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მეუფე იობს უთანაგრძნობს.
“ვიტყვი ერთს, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს, თუ ეს ყოველივე არის სინამდვილე. სამწუხაროა, რომ მისი ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას, მღვდელმთავარს და თქვენს პირში ჩააგდო მეუფე იობი,” – თქვა მიტროპოლიტმა.