ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრად 300-300 ლარს გადასცემს. სულ ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის ოთხი მონაწილე ცხოვრობს, ამდენად, ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტი 1200 ლარს გაიღებს.