დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზაფხულში სეზონზე ზღვაზე დასვენების მსურველთათვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება.
„ჯერ არავის დაუდგენია ცურვასა და კორონავირუსით ინფიცირებას შორის პირდაპირი რისკის კავშირები. ნებისმიერ შემთხვევაში სამხრეთში, სადაც ზღვის სეზონი უკვე დამთავრდა, ისინი გარკვეულ წესებს იცავდნენ, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, რაც გულისხმობდა პლაჟებზე თავშეყრისა და სიმჭიდროვის გაკონტროლებას.
ვნახოთ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა და ჩვენ რეკომენდაციებს შევიმუშავებთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.