თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება, ათს კი რეაბილტაცია უტარდება.
რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 481 ათასი ლარი და მოეწყობა სველი წერტილები. სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება და 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება. სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა აიგება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, მგფ-დან გამოყოფილია 1 124 000 ლარი.