სოციალური ქსელების მომხმარებლებმა პლანეტის ყველაზე ლამაზ დედად 43 წლის იოლინ დიასი დაასახელეს.
მუდმივად ახალგაზრდა კალიფორნიელმა ნიუ იორკ პოსტს სილამაზის საიდუმლოებები გაუმხილა.
მისი თქმით, იგი ყოველთვის იცავდა ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესს.
გარდა ამისა, დიასი დიდ ყურადღებას უთმობს კანის მოვლას: „მე ყოველდღე ვისმევ მზის საწინააღმდეგო კრემს, წვიმიან და ღრუბლიან ამინდშიც კი“, _ ამბობს ყველაზე ლამაზი დედა.
იოლინი დაბერების საწინააღმდეგო წამალსაც სვამს, რომელიც დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს და ამბობს, რომ ამ წამლის მიღების შემდეგ მისი კანის მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა.
იოლინ დიასს ქალიშვილი 19 წლის წინ შეეძინა _ დედა-შვილი დღეს ისე გამოიყურებიან, როგორც ტყუპი დები. ისინი ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს, რომელზეც ვერავინ არჩევს, რომელია დედა და რომელი _ შვილი.