ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ელჩის სამშობლოში დაბარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებით პასუხობს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის გამო დაინიშნა.
მათივე თქმით, თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში კონსულტაციებისთვის დაიბარეს და არ გაუწვევიათ.
“ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.
მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.
უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: ნიუპოსტი