ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ.
აქციაში მერიის ყველა სამსახური და განყოფილება მონაწილეობს. თანამშრომლების მიერ საკუთარი ხარჯებით შეძენილი სურსათი ქალაქ ოზურგეთსა და სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ შეჭირვებულ, მრავალშვილიან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებზე გადანაწილდა.
შეძენილი სურსათი ერთიან ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე ეტაპობრივად გაიცემა.(R)