აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციაზე, სავარაუდოდ, 3 პირი დააკავეს.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ადამიანები ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ გახორციელდა.
ხულიგნობის ბრალდებით, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.