ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის პამდემიასთან ბრძოლაში დასახმარებლად 3 მილიონი დოლარი გამოყო.
„მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.
იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში“,_ აცხადებს დეგნანი.