ბოლო 10 დღის განმავლობაში აღინიშნება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების კლება,_ ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„გუშინ გვყავდა 623 და დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და არის 626, 9 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს და სულ 297 ადამიანია ახლა გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ კლინიკებში სამკურნალოდ რჩება 319 პაციენტი,“_ განაცხადა ეზუგბაიამ.