პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, – განაცხადა გახარიამ.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.
წერილში აღნიშნულია, რომ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაწყვეტილი.