ჩოხატაურში, აგრარული ბაზარი კვირას გაიხსნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ბაზრის ტერიტორიის შემოწმების შემდეგ, გუშინ მიიღეს.
„კიდევ ერთხელ მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩოხატაურის აგრარული ბაზრის გადამოწმება, კრიტერიუმებთან შესაბამისობაში. გათვალისწინებული იქნა ყველა მოთხოვნა, მათ შორის დახლ-მაცივრების დამატების თობაზე. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კვირიდან ამოქმედდეს აგრარული ბაზარი“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.