საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი 297-ს შეადგენდა, დღეს კი 12-ით გაიზარდა და 309 გახდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 452. ინფექციას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა.