სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობის განახლება შესაძლოა დაგეგმილზე ადრე, 22 მაისამდეც შეძლონ.
როგორც „ქრონიკას“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, უკვე შესულია 70 განაცხადი და სპეციალისტები კლინიკებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად შეამოწმებენ. არსებული ნორმების დაცვის შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეძლებენ.
სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნულის გარდა სტომატოლოგიურ კლინიკებს პაციენტების თერმოსკრინინგი და სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ. ასევე, მათი შესაბამისად აღჭურვა.