ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული.
ადამიანის დნმ 80 000 გენს შეიცავს.
კაცები ითვლებიან ქონდრისკაცებად თუ ისინი 130 სმ-ზე დაბლები არიან, ქალები კი 120 სმ-ზე.
ადამიანის გაღიმებაში 17 კუნთი მონაწილეობს.
ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების ჯამური მასა დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს.
ლეიკოციტები ჩვენს ორგანიზმში 2-3 დღე ცოცხლობენ, ხოლო ერითროციტები – 3-4 თვე.
ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.
საშუალოდ, ადამიანის ყოველი თითი ცხოვრების განმავლობაში 25 მლნ.-ჯერ იხრება.
ადამიანი ცოცხალი არსებებიდან ერთადერთია, ვისაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია.
საშუალოდ ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში 725 კმ სიგრძის თმა ეზრდება.
ქერებს თმა უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე შავგვრემნებს.
ადამიანის გული ზომით დაახლოებით მისი მუშტის ტოლია, ხოლო ზრდასრული ადამიანის გულის მასა 220-260 გრამია.