კიევში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საბურავებს წაუკიდეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საბურავების დაწვით სურდათ, პრეზიდენტისთვის შეხსენება, რა მოხდება მაშინ, თუ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უღალატებს.