მოიხსნება თუ არა შეზღუდვა შეკრებებსა და ავტომობილით გადაადგილებაზე, ამასთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. პრემიერის თქმით, მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, თუმცა, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.