ცოტა ხნის წინ ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს.
ფსიქოლოგ კარლა ჰოლაგანის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფი 20 წლის განმავლობაში კვლევას ატარებდა, რომელშიც 55-65 წლის 1800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეების სიტყვიერად სამ ჯგუფად დაყვეს: ალკოჰოლიზმით დატანჯული, ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელი და აბსოლუტურად ფხიზლები.
შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც სპირტიან სასმელებზე სრულად უარს ამბობენ, სხვებთან შედარებით უფრო მცირე ხნით ცხოვრობენ – სრულად ფხიზელი ადამიანების 69% 65 წლამდე იღუპება. ალკოჰოლიზმით დატანჯულ ხალხს შორის ასეთმა მაჩვენებელმა 60% შეაგროვა, ხოლო ზომიერად ალკოჰოლის მიმღებთა შორის კი 41%, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ბევრ სახიფათო დაავადებას იწვევს.