ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ექიმმა, ენდრიუ ნიუბერგმა, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ლოცვა ნამდვილად ძლიერმოქმედია.
მან ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, კვლევაში მონაწილეობა შესთავაზა, რომ ლოცვის დაწყებამდე და შემდეგ მათზე დაკვირვება განეხორციელებინა.
8 კვირის განმავლობაში ანალიზი ყოველდღიურად დაახლოებით 12 წუთით ტარდებოდა.
შედეგი ძალიან დადებითი იყო იმ უპირატესობის მხრივ, რასაც ლოცვა ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ახდენს.
ასევე საინტერესოა რომ ფლორიდაში სიმსივნის ცენტრის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვისაც ლოცვის სწამდა, უფრო კარგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰქონდათ რწმენა.