პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვინ გვესიზმრება – ახლობელი ადამიანი თუ უცნობი, სხვადასხვა ადამიანი თუ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი, რას აკეთებენ სიზმარში.
თუ გარდაცვლილი აქტიური არის, ანუ სიზმარში თქვენს წინაშე როგორც ცოცხალი ადამიანია, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ თქვენ წინასწარმეტყველური სიზმარი გესიზმრებათ. მთავარია სიზმარი და გარდაცვლილის ნათქვამი სწორად გაანალიზოთ. ჩვეულებრივ ასეთი სიზმარი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ, ყველაზე ხშირად ხუთშაბათს ან პარასკევს ესიზმრება.
თუ გარდაცვლილს ოდესღაც იცნობდით, ეს იმის მანიშნებელია რომ უახლოეს მომავალში გარისკვა არ ღირს. ახლობელი ადამიანი, ვისაც სიზმარში ხედავთ, სულის სიმშვიდის სიმბოლოს წარმოადგენს.
უცნობი გარდაცვლილი ადამიანი პრობლემის მოახლოებას და ცხოვრების ჰორიზონტის შეცვლას ნიშნავს. ეს ცვლილება ყოველთვის პოზიტიური არ იქნება, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით.
როცა გარდაცვლილი რამდენჯერმე დაგესიზმრათ, ეს სამყაროს მცდელობაა რაღაცის შესახებ გაგაფრთხილოთ. შესაძლოა, ახლობლის გაფრთხილება იყოს.