“საქართველოს ხელისუფლებას ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ ეს არჩევნები ლაკმუსის ტესტია საქართველოს ევროპული გზისთვის”, – ამის შესახებ განაცხადება ევროპარლამენტის წევრმა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა.
“2020 წლის არჩევნები უნდა წარიმართოს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, პოლიტიკური აქტორებისა და მედიის მფლობელების სამართლებრივი დევნის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ აქტიური მეთვალყურეობა საარჩევნო პროცესებზე. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი”, – განაცხადა გლუქსმანმა.