„საპატიო პირველი ადგილი“ „მოღალატეში” დაიკავეს სათნო, მოკრძალებულმა, რომანტიკულმა კირჩხიბებმა. ქალების 37%-მა აღნიშნა, რომ მათ ღალატობდნენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები.
მოღალატე რომანტიკოსების სია ამით არ ამოიწურა. ქალების 36% აღიარებს, რომ მათ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა უღალატეს.
შემდეგი არასანდო ნიშანი – მშვილდოსანი აღმოჩნდა. მას ასევე ხმათა 36% ერგო წილად. ამ ნიშნისთვის – ღალატი ერთადერთი გზაა, თავი დააღწიოს მოწყენილობას.
შემდეგი და კიდევ 36% ხმის მფლობელი მოღალატე ნიშანია – მერწყული. მისთვის ღალატი ტრაგედია სულაც არ არის.
არსებობს ჰოროსკოპის ნიშნებიც, რომლის ქვეშ დაბადებული მამაკაცები საყვარელი ქალის ერთგულები არიან.
ქალების 45% ამტკიცებს, რომ მათთვის არასოდეს უღალატიათ მორიელის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს.
46% -ისთვის ერთგულები დარჩნენ მამაკაცი-ლომები. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ისევ ქალების დამსახურებაა, რომლებიც მზად არიან, ითამაშონ ლომის წესებით – აქონ, ადიდონ პარტნიორი და დღე არ ჩააგდოს, რომ კომპლიმენტი არ უთხრან მის უდიდებულესობას.
მაგრამ ყველაზე ერთგული მაინც თხის რქა აღმოჩნდა! ქალების თითქმის ნახევარმა, 49%-მა აღნიშნა, რომ მათ უერთგულესი პარტნიორები ჰყავთ.
გამარჯვებული ნომინაციაში “ჰოროსკოპის ნიშანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია კონსპირაცია” – გახლავთ მამაკაცი – სასწორი და მამაკაცი – თევზები, რომელთაც ხმების 28% მიიღეს.