ოზურგეთის მერიის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 165-ე და 177-ე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა გზის საფარი, მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონს.
სამუშაოებს შპს “მშენებელი 2017” ახორციელებს.
(R)