დღეიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 19 მარტს მიიღო.
„ობიექტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, მცირე და მასშტაბური ბაზრები და ბაზრობები მუშაობის გასაახლებლად მზად არიან. მომხმარებლებს მოლებში შესასვლელად ვიდეოსკრინინგის გავლა მოუწევთ. რეკომენდაციებს შორის ტრადიციულად რჩება პირბადისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.
შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულმა ბაზრებმა შეძლეს მუშაობის განახლება.






























































