„თქვენს მისვლას არჩევნებზე ივანიშვილის მხარდასაჭერად არავითარი აზრი არ აქვს. ჩადექით საქართველოსთვის მებრძოლთა რიგებში“,_ ასე მიმართა პარტია ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ოცნების“ მხარდამჭერებს.
ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა,რომ არჩევნებამდე ივანიშვილის საბანკო ანგარიშების დასაბლოკად იბრძოლებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, იმისთვის, რომ არჩევნებამდე დაიბლოკოს ოლიგარქის ყველა საბანკო ანგარიში, რათა კვლავ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ეს მოპარული მილიარდები ქართველ ხალხს დაუბრუნდება”, _ განაცხადა ნათელაშვილმა.