უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი არ არის ოფიცალური პირი, ის ქართველია და მუდამ იქნება ქართველი.
„მაღალი რანგის შეხვერა იყო მინისტრთან, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განვიხილეთ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხიც. უკრაინული მხარე თვლის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიცალური პირი, ის ქართველია და მუდამ იქნება ქართელი. საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბროდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ“, – აცხადებს იგორ დალგოვი.