85 წლის ბებია ფორმაშია – ასეთი სათაურით სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, სვეტლანა საჯაია -სურგულაძე შვილიშვილთან, ნათია სურგულაძესთან და მის მეგობრებთან, ქეთი და სალომე კვირკველიებთან ერთად, მღერის .
ქალბატონი სვეტლანა 50 წლის მანძილზე ასწავლიდა ჭანიეთის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში. იმავდროულად იყო სკოლის სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი. არაერთხელ სტუმრობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. მის განუმეორებელ ბარიტონს, რომელიც კარგად ისმის ამ ვიდეოშიც, აღფრთოვანებული მოჰყავდა მსმენელი. ქალბატონი სვეტლანა კაგა ხანია პენსიაზეა, გაცილებისას კი მშობლურ სოფელში დაწყებითი განათლების პატრიარქი უწოდეს.
ვუსურვებთ, კიდევ დიდხანს ემღერებოდეთ ბებოს და შვილიშვილებს.