BBC-ის ინფორმაციით, განას ჯანდაცვის მინისტრს, კვაკუ აგიემანგ მანუს, კორონავირუსი დაუდგინდა.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ის საავადმყოფოშია სამკურნალოდ მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
განაში კორონავირუსით დაინფიცირების 11,964 შემთხვევაა დადასტურებული.