საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი, ორი ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ერთი ჭიქა რძე, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ორი სუფრის კოვზი ზეთი, ორი კბილი გახეხილი ნიორი. შავი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება: ყაბაყის გარდა, ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად. ბოლოს დავხეხოთ ყაბაყი, ავურიოთ და გამოვაცხოთ ბლინების სახით. ჩვეულებრივად, ტაფაზე დავასხათ ზეთი, გაცხელდეს და სათითაოდ, ფენებად გამოვაცხოთ ბლინების მსგავსად ეს ათქვეფილი სითხე.
როცა დავასრულებთ, ცალკე, გულსართად მოვამზადოთ ოთხი ცალი პომიდორი, ოთხი ცალი მოხარშული კვერცხი, მაიონეზი.
თითოეულ ფენაზე დავალაგოთ დაჭრილი სახით პომიდორი კვერცხი, მოვაყაროთ შავი პილპილი და თხლად წავუსვათ მაიონეზი.
ბოლოს ისევ მაიონეზი წავუსვათ და თქვენი გემოვნებით მორთეთ.
რეცეპტი მოგვაწოდა ჩვენმა მკითხველმა, საუკეთესო კულინარმა მაია ნაკაიძემ