https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზარალი გვანახა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით” _ კორონასგან დაუმარცხებელი “სამოთხის კლასტერი” ქობულეთში

11:06; 15.06.2020
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრები მცირე მეწარმე, ნათელა ბაუჟაძე, რომლის საქმიანობა ორასზე მეტი ჯიშის ვარდისა და არა ერთი ეგზოტიკური მცენარის მოვლა-პატრონობაში გამოიხატება, თავდაპირველად საქმეს ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის _ “ღირსეული სიბერისთვის”, ფარგლებში შეუდგა.

 საქმე გამოუვიდა. თუმცა, შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას, ეს გზა უშედეგო აღმოჩნდა.

ამიტომ, როგორც თავად და მისი ვაჟიშვილი ამბობენ, ჩავიდნენ მეზობლის ღელეში, მოჭრეს ოცი ღერი აკაციის ბოძი, პრიმიტიულად გადახურეს სახელდახელო სათბური და დაიწყეს ყვავილთა სამყაროს დედოფლებისთვის სულის ჩაბერვა.

_ “დედას ვარდები” დავარქვი იმთავითვე. სახელიც კარგი გამოვიდა და საქმეც კარგად წავიდა წინ. ახლავე უნდა გითხრათ, თუ გამოცდილებაზე შემეკითხებით გზა და გზა, უნდა გირჩიოთ, რომ მსგავს საქმეს თუკი წამოიწყებს ვინმე, ფულს დიდ და თანამედროვე სათბურში ნუ გადაყრის. საკმარისია ცელოფნით გადახურო კარგად გამაგრებული ხეები, _ ამბობს ქალბატონი ნათელას ვაჟი ზურა ბაუჟაძე.

დედა-შვილს ახლა ასობით ჯიშის ვარდის მოვლა-პატრონობა უხდება. კარგად განვითარებული საოჯახო მცირე ბიზნესი სხვათათვის საუკეთესო მაგალითია, თუ რა შეუძლია სწორად დაგეგმილ, დაუღალავ შრომას.

_ ვარდებს სიგრილე უყვართ ზოგადად. სამმაგი ყურადღება სჭირდება დაავადებების კონტროლს. თუ ხალხური საშუალებები ამართლებს, კარგია, მაგრამ პესტიციდებსაც მივმართავ, რომ რაიმე დაავადება არ შემოიპაროს. ამას გარდა, ვაკვირდები თითოეულ ჯიშს. მაგალითად, “ბრიოზამ” და “ქეთრინ მორლეიმ” საუკეთესო შეგუების უნარი აჩვენეს _ ბუგრი ნაკლებად ეტანებოდა, ყვავილობაც უხვი იყო. მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია, მთავარია, ადამიანს ნებისყოფა და სურვილი ჰქონდეს, რომ საქმე აკეთოს, _ მიიჩნევს ქალბატონი ნათელა.

კორონავირუსის ფაქტორმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა ბაუჟაძეების მცირე ბიზნესს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, თვალი არ მოუხუჭავთ, მუხლი არ ჩაუხრიათ და მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარეში ერთხელ წაიქცა ქალბატონი ნათელა, ხელიც იღრძო და ათასობით ლარის პროდუქციაც ეზარალა, არ დაანება პანდემიის სივერაგეს მისი პატარა სამოთხისთვის დაღი დაემჩნია. კეთილ ხუმრობაზეც, რომ აქ, ქობულეთში “სამოთხის კლასტერიც” არსებობს მისი ბაღნარად ქცეული კარმიდამოს სახით, იყოს ნება თქვენიო, ღიმილით დაგვეთანხმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა გახდა ზარალის მიზეზი, ბაუჟაძეები ამბობენ, რომ პროდუქციის საკმაო ნაწილი იმის გამო გაუფუჭდათ, რომ პრეპარატები ვერ იშოვეს.

_ვერ ვიყიდეთ კონტეინერები, რის გამოც უამრავი ვარდი თუ სხვადასხვა ყვავილი ჩაურგავი დაგვრჩა და დაკნინდა. თუმცა, ბოლქვიანების გადარჩენა იმ კუთხით შევძელი, რომ ჩახმა და მალე თავად ბოლქვებს ამოვიღებ, რითაც ზარალს შევამცირებ. რაკი ქალაქები ჩაიკეტა, ერთადერთი გამოსავალი იყო ,  ინტერნეტის მეშვეობით გამოგვექვეყნებინა, რომ ონლაინრეჟიმში  მივაწვდიდით ნებისმიერ მსურველს ნებისმიერი ყვავილის ნერგს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ასევე გამოვიყენეთ ჩვენი,  ყვავილების ტრფიალთათვის გახსნილი  დახურული ჯგუფი:  „ქართული ბაღი“,  რომელიც ყველაზე ღია სწორედ პანდემიის პირობებში გახდა და უამრავი ადამიანის დასახმარებლად  ელვისებური ფუნქცია შეიძინა. კორონამ ზარალი გვაჩვენა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით…_ გვიამბობს ნათელა ბაუჟაძე.

_რამდენად   ქმედითი იყო საკურიერო სამსახური და ინტერნეტმაღაზიები.  ამ მხრივ თუ იმოქმედეთ?

_ რა თქმა უნდა. რაც ვისაუბრე,  სწორედ ეს წრე იყო ჩვენი სამოქმედო არეალი. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ადვილად არჩევდნენ სასურველ დეკორატიულ მცენარეებს, ნებისმიერ ჯიშის ვარდებს და შესაძენად გვიკვეთავდნენ. მერე თითოეულ შეკვეთას კარგად ვფუთავდით და საკურიერო სამსახურის მეშვეობით ვაწვდიდით  მსურველს   შეუფერხებლად. ნერგებს ვაგზავნიდით   საქართველოს ყველა კუთხეში და უნდა ვთქვა, რომ უდიდესი ძალისხმევის ფასად  შევძელით ის,   რომ  დაბრკოლება არსად   შეგვქმნია არც ჩვენ და არც  აღნიშნულ სამსახურს.  რაც მთავარია,  ჩვენი საქმიანობა თითქმის არ შეფერხებულა.

ბაუჟაძეების ვარდებს მთელი საქართველო იცნობს. ქობულეთელი დედაშვილის ნაჩუქარი ნაირფერი ვარდებითა თუ სხვადასხვა  ყვავილებით  გახარებული არაერთი ადამიანი  ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  ამ ნაძღვენით  საკუთარ ეზოებში პატარ-პატარა ე.წ. კუნძულები გააკეთეს.  შორი-შორ თუ ახლო-მახლო დარგულ ,  ჯგუფებად თავმოყრილი ყვავილების სამყოფელს კი,  პირობითად „კოვიდის  კუნძულები“ შეარქვეს.

ნათელა ბაუჟაძე დამშვიდობებისას  კმაყოფილებას იმის გამო  გამოთქვამს, რომ ახლა ქვეყანაში ფონი გაუმჯობესებულია..

_ამიტომაც  ჩვენ _ მე, ჩემი შვილი და იგივე შვილები _ ჩემი საყვავილეთიც უკეთ ვგრძნობთ თავს, _ ამბობს ის და გვთავაზობს რჩევას ყვავილების მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც სურს, მცირე საოჯახო ბიზნესი ამ კუთხით წამოიწყოს და ოჯახის ეკონომიკური ყოფა გააძლიეროს. გასაჭირში კი, რომლის დადგომას არავის უსურვებს, უნარი და ფხა გამოიჩინონ და პრობლემაც დაძლიონ და მეგობრებიც, რიგითი ადამიანებიც გაახარონ სულიერი საზრდოთი, რაც ფიზიკურ სარჩოზე არანაკლებ როლს ასრულებს ადამიანის არსებობისა და  თვითმყოფადობის სრულქმნის საქმეში.

 რჩევა ნათელა ბაუჟაძისგან:

_ ნიადაგის მომზადება ნაკელით, კირით და გრუნტის ხრეშით უნდა მოხდეს, რომ მიწამ ისუნთქოს. ეს ზოგჯერ ავიწყდებათ და მთავარი აქცენტი ნაკელზე გადააქვთ.

რაც შეეხება მიწას ქოთნებში მოსათავსებელი ნერგებისთვის, აუცილებლად უნდა გაიცრას, შეიზილოს ნაცრითა და კირით. “გიბსის” (მუყაოს) ნარჩენები ბევრგან გადასაყრელად აქვთ მშენებლობებზე. საუკეთესოა იმის ნამწვი _ კირის მაგივრობას წევს. ერთ კვ. მეტრზე 50 გრამს მოაყრით. მერე კი ყურადღება არ უნდა მოაკლოთ არც ერთ პროცესს. ადამიანივითაა _ როგორც ზრდი და უვლი, შედეგიც ისეთივე იქნება, _ ღიმილიანი ქალბატონი ცდილობს, მაქსიმალურად გაგაცნობიეროს ნაცად საქმეში.

ბაუჟაძეები, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ამბობენ, რომ ვარდებს, ისევე, როგორც პომიდორს, ყოველი წვიმის შემდეგ სჭირდებათ შეწამვლა. ვარდების შესაწამლ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ ათ ლიტრ წყალში გახსნილ ორ გრამ კონფიდორს.

რაც შეეხება სხვა სახეობის ყვავილებს, ბაუჟაძეებს სარეალიზაციოდ, ასევე, აქვთ ბაიები, ტიტები, აზალიები, იები. უმეტესად ნერგები, ნახევრად გაშლილი ყვავილებით იყიდება. რეალიზაციას ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე ახდენენ.

“კარმიდამო ჩემი” წარმატებულ საქმიანობას უსურვებს გამრჯე ოჯახს, რომელმაც საკუთარი მცირე დანაზოგით და დიდი შრომით მიაღწია შესაშურ შედეგს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

წითელი და შავი მოცხარი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ

ვის არ შეეხება პირბადის ტარების წესი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა თოვა უახლოეს დღეებში

14:54; 20.01.2026
პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20.01.2026
მსოფლიო

მასშტაბური ავარია აშშ-ში

13:12; 20.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო