სოფელ ზემო ფარცხმის ცენტრალურ ქუჩას მიენიჭა წმინდანად შერაცხული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის სახელი – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი მკვიდრი ზაზა ცინცაძეს ავრცელებს.
“დღევანდელ დღეს მოხდა აღნიშნული ქუჩის კურთხევა. სოფლის სახელით მადლობას ვუხდით: მეუფე იოსებს, მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებს, მერიასა და საკრებულოს, ამ იდეის ინიციატორებს ქალბატონ ნინო ცინცაძესა და ბატონ ზურაბ ცინცაძეს”, _ წერს ზაზა ცინცაძე.