მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა გარბენი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა, კერძოდ, სოფელ ღანირის მძლეოსანთა ჯგუფმა, რომელსაც თამაზ გოგიბერიძე ხელმძღვანელობს.
სპორტული ღონისძიება გაიმართა ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, რომელსაც ორგანიზება გაუწია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ააიპი კომპლექსურ სკოლასთან ერთად.
გოგონებსა და ვაჟებში პირველები ფინიშთან და-ძმა ლიზი და რეზი ჯაბუები მივიდნენ.
მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ გოგონებში ანა ხაბეიშვილი, სალომე წულაია, ვაჟებში-საბა გოგიბერიძე და დათო წულაია.
გარბენის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ დააჯილდოვა, ოლიმპიური კომიტეტის საჩუქრებთან ერთად მძლეოსნებს წარმოშვებით ღანირის მკვიდრის, კობა გალდავას მიერ გამოგზავნილი მაისურები გადასცეს.